Monday, April 29, 2013

პროექტის სახელწოდება: დმანისი.
პროექტის მთავარი იდეა: დმანისის მონახულება და მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება.
პროექტის აქტუალობა: დმანისი საქართველოს ისტორიული ქალაქია, აქ გაკეთდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები.
პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, კვლევის უნარის განვითარება, დმანისის, როგორც ისტორიული ქალაქის მნიშვნელობის გააზრება.
მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ვიდეორგოლი, სლაიდშოუ.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დმანისის შესახებ ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, შეაჯერებენ და გაანალიზებენ შეგროვებულ მასალას, მოაწყობენ ექსკურსიას დმანისში, დაესწრებიან არქეოლოგიურ გათხრებს,  გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეომასალას, მოამზადებენ სლაიდშოუს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ცაბაურაშვილი, თბილისის 175-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rusocabaura@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://rusocabaura.blogspot.com
რუსუდან ცაბაურაშვილი

No comments:

Post a Comment